07 აგვისტო 2026,   11:12
ვრცლად
ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. განხორციელდა ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. განახლდა სანიაღვრე ქსელი, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარი, დაიხაზე გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდა "ჭკვიანი" შუქნიშნები და გარე განათების ახალი ქსელი. ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

სამუშაოების ღირებულება 3 მილიონი ლარია.

"მთლიანად მოწესრიგდა კვანძი, გაკეთდა ზებრა გადასასვლელები, გაჩნდა ტროტუარები, სანაპიროსთან შესაძლებელია უკვე ფეხით დაკავშირება, ზებრა გადასასვლელებით გადაადგილება, ასევე დამონტაჟდა ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს და არეგულირებს გადაადგილებას, მოძრაობას, ითვლის ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებს იმ მიმართულებას, რომელიც დატვირთულია და ძალიან მიხარია, რომ ყველანაირად მოწესრიგებულია, გამწვანებული, განათებული. გვაქვს ქალაქში რამდენიმე ასეთი კვანძი, რომელსაც სჭირდება განახლება და ეტაპობრივად მივყვებით, ყველაფერს მოვაწესრიგებთ“, - აცხადებს  თბილისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე.

დღის ამბები