"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ონის მუნიციპალიტეტში, დავით ლობჟანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს. აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტი, მთავარ მიზნად კი გაზიფიცირებას ასახელებს.
დავით ლობჟანიძე აქტიურად ეცნობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მისი თქმით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი პრობლემა გადაჭრა, დააგო გზები და განხორციელდა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური პროექტები.
ამბროლაურის მერობის კანდიდატმა ზაზა ქევანიშვილმა კი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა, რომელიც აღსაზრდელებს რამდენიმე დღეში მიიღებს. პარალელურად, დაათვალიერა მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროცესი და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა, ასვე შეხვედრებს მართავს ადგილობრივებთან. ზაზა ქევანიშვილი ამბობს, რომ ამბროლაურის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.
ავტორი: სიმონ შანავა