07 აგვისტო 2026,   09:57
ვრცლად
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევის დროს, საავადმყოფოს შენობა და კერძო სახლი დაზიანდა

უკრაინაში ომი გრძელდება. ომში მყოფი ქვეყანა თავის დაცვის მიზნით, რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას განაგრძობს. ვოლგოგრადის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევის დროს, საავადმყოფოს შენობა და კერძო სახლი დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. საომარი მოქმედებების ფონზე, განცხადებას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სუმის ოლქზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია უკრაინულმა ძალებმა სრულად ჩაშალეს.

დღის ამბები