ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დაბის შემდგომი განვითარებისთვის არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ბოლო წლებში აბასთუმანში განხორციელდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ახლა კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო არქიტექტორების ჩართულობით კურორტის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს.