დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახლად აშენებული და ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა. ბაზალეთსა და ჭოპორტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, კეთილმოეწყო 50 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი შენობები. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 750 000-ს ლარზე მეტია.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მხარის დელეგატთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა.