ელენე ხოშტარიას ნიდერლანდების ელჩმა საკუთარ სახლში, არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. უცნობია, რას უკავშირდებოდა გუშინ დილით გამართული შეხვედრა. "კურიერმა" საელჩოს წერილი მისწერა და პასუხს ელოდება.
შეხვედრას "დროას" წევრები ადასტურებენ - მათი ინფორმაციით, ხოშტარიას დაკავებამდე სწორედ ნიდერლანდების ელჩისგან მოდიოდნენ.
"შეხვედრა შედგა საელჩოში, რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარს არ ვაპირებთ", - აცხადებს პარტია "დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს გამოძიება მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.