ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ბენდელიანი ამჯერად ზღვისუბნის მე-11 მრ, მე-2 კვ, N29 კორპუსის მცხოვრებლებს სკვერში შეხვდა, რომელიც გასულ წელს სრულად რეაბილიტირდა.
მაჟორიტარობის კანდიდატს ძალიან დადებითი და პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა. ამომრჩეველს მოლოდინი აქვს, რომ კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება ზღვისუბანში.
ბენდელიანის თქმით, "მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და ეტაპობრივად აღმოვფხვრით ყველა ამ პრობლემას". მისივე თქმით, მომავალი წლები უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება.