რუსთავში "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გრძელდება. ნინო ლაცაბიძე რუსთაველებს, მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სამაჟორიტარო ოლქში შეხვდა და "ქართული ოცნების" გუნდის მომდევნო 4 წლის გეგმები გააცნო.
მოსახლეობასთან შეხვედრებს "ქართული ოცნება", რუსთავის ათივე სამაჟორიტარო ოლქში, 4 ოქტომბრამდე ყოველდღიურად გამართავს.