6-თვიანი სამხედრო მსახურების შემდეგ, წვევამდელთა უმრავლესობა სამხედრო კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალებში გეგმავს. ჯარისკაცებს, 6 თვის განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეები ამზადებდნენ.
წვევამდელების მონაწილეობით ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა შემაჯამებელი, ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომელშიც ჯარისკაცებმა ჩასაფრების, პოტენციური მოწინააღმდეგის განადგურებისა და სანგარ-სავალის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს.
2025 წლიდან, წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან.
"უწყება მათ სთავაზობს ახალ პირობებს, გაწვევის მათზე მორგებულ ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობით რეგისტრაციისა და თავდაცვის ძალებში სამსახურის მსურველთა რიცხვი გაზარდა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.