09 აგვისტო 2026,   03:37
ვრცლად
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ სარჯველაძე თავის ბულგარელ კოლეგას შეხვდა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებში მიმდინარე რეფორმებს, წარმატებულ გამოცდილებებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა დაავადებების პრევენცია, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის შეხვედრებს, სადაც მიიღება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლის მეშვეობითაც შემდგომში იქმნება შესაძლებლობა ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების, რაც, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სასარგებლოა, როგორც წესი, ორივე მხარისთვის. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ინტერესით ვუდგებით ასეთი ტიპის შეხვედრებს, ასეთი ტიპის თანამშრომლობას. ეს იმავდროულად არის შესაძლებლობა, რომ წლიდან წლამდე გადავხედოთ, სად და როგორ შეგვიძლია თითოეულ ასეთ ქვეყანასთან გავაუმჯობესოთ, უფრო ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

 

 

დღის ამბები