09 აგვისტო 2026,   15:40
ვრცლად
"არტ გალერეა ნობლესი" ნოდარ თოფურიას მხატვრული მემკვიდრეობის გამოფენასა და წიგნის პრეზენტაციას მასპინძლობს

"არტ გალერეა ნობლესი" ნოდარ თოფურიას მხატვრული მემკვიდრეობის გამოფენასა და წიგნის პრეზენტაციას მასპინძლობს. გამოფენა სახელწოდებით - "ცის დღე" ნოდარ თოფურიას ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს და ქანდაკებებს გალერეის ორ საგამოფენო სივრცეში აერთიანებს.

წიგნი "ცის დღე", ხელოვანის შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. წიგნი უკვე ნათარგმნია, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე. გამოფენა დღეს გაიხსნა და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო.

დღის ამბები