09 აგვისტო 2026,   18:57
ვრცლად
შეკრებილია ოპერატიული შტაბი, მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ოპერატიულად წმენდს იმ ადგილებს, სადაც წყალმოვარდნები იყო - ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის სტიქიაზე

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა გამართეს. მათ დაზარალებული სოფლების რწმუნებულებთან ერთად, არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. შტაბი პერიოდულად სტიქიის ზონაში მომუშავე უწყებებს პრევენციულ ზომებზე სამოქმედო გეგმას მიაწვდის. 

ამ დრომდე გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს კაბალი ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე. დილიდან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან ქართული ოცნების დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი.

გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

"შეკრებილი არის ოპერატიული შტაბი, რომელიც შესაბამის სამინისტროებთან პირდაპირ კონტაქტში ვართ და მობილიზებული არის ტექნიკა, რომელიც ოპერატიულად წმენდს იმ ადგილებს, სადაც წყალმოვარდნები იყო. მოსახლეობიდან ხდება, სადაც წყლის ამოტუმბვა არის საჭირო, ამ ღონისძიების განხორციელება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურული და მოსახლეობის მიმართულებითაც მაქსიმალური დახმარება იქნას გაწეული", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები