პროკურატურამ "ლელოს" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პარტიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რითიც, მათივე მტკიცებით, დასტურდება ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, მუქარის და მისი მოსყიდვის მცდელობა.
საუბარია ყიზი-ლაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრალდებები აბსურდულია და რეალობას გამოძიება დაადგენს. მათივე თქმით, მოხდება ოპოზიციის რეალური გეგმების მხილება, ვერსია კი, რომელიც ლელოს მითითებით მათი გუნდის ყოფილ წევრს თავადვე გააჟღერებინეს, მტკიცებულება ვერ იქნება.