"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი, ემზარ ქარდავა, სოფელ ლიაში, ავტომანქანით 26 წლის გოგოს დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა.
მოგვიანებით, ქარდავა პოლიციამ დააკავა. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) და 128-ე (განსაცდელში მიტოვება) მუხლით არის დაწყებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარდავა არაფხიზელ მდგომარეობაშია.