ევროკავშირი, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში, მედიასაშუალებებისთვის: ტელეკომპანია "იმედისა" და "POSTV-ისთვის", სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.
იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში.
სახელისუფლებო გუნდი თვლის, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამ ინფორმაციის გავრცელებაც გარე აქტორების ინტერესს ემსახურება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მაგალითია.