30 ივნისი 2026,   08:56
ვრცლად
იტალიიდან ჩამოვედი არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ვნახე არის ის, რომ ყველაფერი იყო რიგზე, შესაბამისობაში დემოკრატიულ სტანდარტებთან - საერთაშორისო დამკვირვებელი, იტალიელი ექსპერტი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები სამეგრელოშიც აკვირდებოდნენ. ისინი პროცესს აფასებენ როგორც თავისუფალს და სამართლიანს. უნგრელი და იტალიელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ პროცესი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობდა - ამომრჩეველთათვის შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოხატვისათვის.

"იტალიიდან ჩამოვედი არჩევნებზე დასაკვირვებლად. რაც ვნახე არის ის, რომ ყველაფერი იყო რიგზე, შესაბამისობაში დემოკრატიულ სტანდარტებთან. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია ზეწოლის გარეშე დაეფიქსირებინათ“, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი, იტალიელი ექსპერტი მარკო მალაგუტი.

დღის ამბები