ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 306 600 000 ევრო გამოუყო. გაფორმდა სასესხო შეთანხმება.
ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან გაგრძელდება. მოეწყობა ორმხრივი გვირაბი და ხიდი ჭოროხზე.