ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე გამოძიების კითხვებს არ პასუხობს. მიზეზად სახელდება ის, რომ, შესაძლოა, პასუხები ბურჭულაძის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
როგორც "კურიერთან" ინტერვიუში მისი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულმა გამოკითხვის დროს პასუხი გასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების კითხვებს, თუმცა შოთა თუთბერიძე არ ამბობს, რა იყო პასუხი ამ კონკრეტულ შეკითხვაზე. დეტალური განმარტებისგან პაატა ბურჭულაძის ადვოკატი თავს იკავებს.
"ყველა კითხვას უპასუხა აბსოლუტურად. ეგ კითხვა დამისვეს გამოკითხვის ღამითაც და პასუხი გაცემული მაქვს", - განაცხადა ადვოკატმა.