03 აგვისტო 2026,   13:31
ვრცლად
ახალციხეში სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სისტემების მოდერნიზების მესამე რეგიონული ფორუმი გაიმართა

ახალციხეში სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სისტემების მოდერნიზების მესამე რეგიონული ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა აგრარულ დარგში არსებული ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

ყურადღება დაეთმო რეგიონებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებას, ისევე, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობას. ფორუმის ძირითადი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება სასოფლო - სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის შესახებ.

დღის ამბები