03 აგვისტო 2026,   13:31
ვრცლად
ბაკურ ბაკურაძე განათლების სისტემის რეფორმაზე - "მჯერა, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროცესი, ერის ჯანმრთელი და პროგრესული მომავლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი"

მჯერა, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროცესი, ერის ჯანმრთელი და პროგრესული მომავლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, სოციალურ ქსელში განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით წერს.

"დღეს უმაგრესი ამბავი დაიწყო!

იავარქმნილი, ძირეულად და მიზანმიმართულად განადგურებული განათლების სისტემის რეფორმა!

რა შედეგამდე მიიყვანა 90-იანი წლებიდან დაწყებული და 2003 წლიდან, ამ დარგის, გავეშებულმა ნგრევამ, ყველა ნორმალური ადამიანი ხედავს და გრძნობს!

მჯერა, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროცესი, ერის ჯანმრთელი და პროგრესული მომავლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ძალიან გახარებული ვარ, რომ ქვეყანას გაუჩნდა ამის რესურსი და ხელისუფლებას ძალა, რომ ეს რეფორმა გააზრებულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმოს და გაატაროს!"- წერს ბაკურ ბაკურაძე.

ცნობისთვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.

დღის ამბები