09 აგვისტო 2026,   16:29
ვრცლად
20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი)", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

დღის ამბები