"ქურთები კავკასიაში" - ამ სახელწოდების მეორე საერთაშორისო კონფერენცია თბილისში გაიმართა. ქურთული ასოციაციის ორგანიზებულ ღონისძიებას, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ქურთული დიასპორების წარმომადგენელი დაესწრო.
განიხილეს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დიასპორებში ქურთული ენისა და კულტურის გადარჩენისა და განვითარების კონკრეტული მექანიზმების იმპლემენტაციის საკითხები.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი, ერაყის ქურთისტანის წარმომადგენლობა, ცნობილი ქურთი მეცნიერები და მეცენატები.