07 აგვისტო 2026,   10:52
ვრცლად
ქცევის ახალი წესები საპროტესტო აქციებზე - პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც აქციის მონაწილეთა ქცევას უფრო მკაფიო და მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს

ქცევის ახალი წესები საპროტესტო აქციებზე! პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც აქციის მონაწილეთა ქცევას უფრო მკაფიო და მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს. მოქალაქეთა მცირე რაოდენობა გზას ვეღარ გადაკეტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არ არის გამორიცხული, კანონდამრღვევს 2 კვირით მოუწიოს ციხეში წასვლა.

პატიმრობით დაისჯება აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლსადენი ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების ფლობა და დროებითი კონსტრუქციის მოწყობაც.

60-დღიანი პატიმრობა ემუქრება მასაც, ვინც აქციაზე პიროტექნიკით, იარაღით, ან სხვისი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთით იქნება შეიარაღებული.

დღეს შს მინისტრმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უწყებამ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ. აღნიშნული 14 პირის პროცესი დღეს სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლომ 2 პირს 6-დღიანი პატიმრობა, 1 პირს 2-დღიანი პატიმრობა, 1 პირს 5-დღიანი პატიმრობა, ხოლო 1 პირს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, არის 1 ადამიანი, რომლის პროცესიც, ობიექტური მიზეზების გამო, 24 ოქტომბრამდე გადაიდო და ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლა, ხოლო 1 პირი მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

დღის ამბები