ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ახალი, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.