07 აგვისტო 2026,   11:00
ვრცლად
"ეცდებიან დაამახინჯონ ფაქტები და არ გამოვრიცხავ ახალი ვერსიაც მოვისმინოთ ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში" - სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს. მკვლელობა ჭავჭავაძეზე 14 მარტს მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"დაცვის მხარე წარდგება დასკვნითი სიტყვით, ასევე, ბრალდებული იტყვის საბოლოო სიტყვას. მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას გააჟღერებენ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ გვაქვს, თუმცაღა ეცდებიან, რომ დაამახინჯონ ფაქტები, რაც არის რეალობა და, არ გამოვრიცხავ, ახალი ვერსიაც მოვისმინოთ ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში. ბრალდების მხარე ელოდება ერთადერთ, კანონიერ და დასაბუთებულ განაჩენს - ეს არის შეკვეთით და ანგარებით ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამამტყუნებელ განაჩენს და უვადო თავისუფლების აღკვეთას", - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

დღის ამბები