საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა.
შეხვედრებზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევა, დეზინფორმაციის აღმოჩენა, ასევე, ინტერნეტისა და მედიის პასუხისმგებლობიანი გამოყენება.
ღონისძიება UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით შედგა.