09 აგვისტო 2026,   16:28
ვრცლად
სპორტის მინისტრმა მაგიდის ჩოგბურთელებს საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრი ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და რიგაში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე - Riga City Council"s Cup - მიღწეული წარმატება მიულოცა.

ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულეს. 19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა; 14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა; ხოლო 12 წლამდე კატეგორიაში ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

დღის ამბები