09 აგვისტო 2026,   17:41
ვრცლად
გურჯაანი ველოშეჯიბრის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

გურჯაანი ველოშეჯიბრის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მონაწილეებმა სტარტი შატო ზეგაანიდან და ლაგოდეხის მიმართულებით აიღეს.

ველოშეჯიბრი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 150-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრების მიზანია ველოტურიზმის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ღვინის კულტურის პოპულარიზაცია სპორტული აქტივობის გზით.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დაესწრნენ.

დღის ამბები