07 აგვისტო 2026,   11:52
ვრცლად
გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირს 1, 2 და 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა​

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას ედავება.

სასამართლო დღეს რამდენიმე საქმეზე მსჯელობს. დაკავებულებს 1, 2 და 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

"დასრულდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვა ანა გამსახურდიას მიმართ. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა მაქსიმალური სასჯელი - ანუ 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა დააკისრა. ანუ, დღეს, დაახლოებით 10 საათზე, მას ეწურება დაკისრებული სასჯელი", - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ირაკლი ჟორჟოლიანი.

დღის ამბები