09 აგვისტო 2026,   18:14
ვრცლად
"აბაშობა- 2025" - აბაშაში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

აბაშაში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. "აბაშობა- 2025-ის" ფარგლებში ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში იმართება.

უკვე დაჯილდოვდნენ საპატიო აბაშელის წოდებით სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები, მუნიციპალიტეტის მერმა დააჯილდოვა პატარა სპორტსმენებიც. მოეწყო ნიღბების თეატრის გმირების მსვლელობა, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და აბაშელ ხელოვანთა გამოფენა.

ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები