გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო გივი წულეისკირის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ? "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს უნდა მიიღოს.
საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას. წულეისკირის გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც.
გამოძიების ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, წულეისკირმა და მურუსიძემ 300-მდე მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს, საერთო ჯამში, 12 მილიონამდე ლარი, ნაკისრი ვალდებულებები კი არ შეასრულეს.