რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე იმსჯელეს.
შეხვედრა ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს.
ახალი ობიექტების გახსნის შემდეგ კი არსებული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად უნდა დაიხუროს.