07 აგვისტო 2026,   11:13
ვრცლად
"შემდეგ პროცესზე, არ მინდა დავღალო არც დარბაზი, არც სასამართლო, მაგრამ მოუწევთ დაცვის ვრცელი სიტყვის მოსმენა ყველაფერზე, რაზეც დღეს ისაუბრა ბრალდებამ" - მზია ამაღლობელის ადვოკატი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ამაღლობელის ადვოკატები კი მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და გათავისუფლებას ითხოვენ.

"შემდეგ პროცესზე, არ მინდა დავღალო არც დარბაზი, არც სასამართლო, მაგრამ მოუწევთ დაცვის ვრცელი სიტყვის მოსმენა ყველაფერზე, რაზეც დღეს ისაუბრა ბრალდებამ. ამიტომ, დაელოდეთ დაცვის პასუხს და ჩვენ ამ ყველაფერზე ვუპასუხებთ", - განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

დღის ამბები