თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის თემა ანტიბიოტიკო რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
საკითხი, ჯანმომ, გლობალურ საფრთხედ 2014 წელს აღიარა.
კონფერენცია ქართველი მიკრობიოლოგის, თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და კვლევით პროცესებში ქართველი მეცნიერების ჩართვაა.