05 აგვისტო 2026,   12:37
ვრცლად
ქართული მუსიკა ბარსელონაში - ლიცეუს კონსერვატორია "შავნაბადას", "რანინას" და ლიზა ბაგრატიონს უმასპინძლებს

ქართული მუსიკა, ნაცნობი მელოდიები და ფოლკლორული ნაწარმოებები - ბარსელონაში ქართველ მომღერლებს ელოდებიან. "შავნაბადა", "რანინა" და ლიზა ბაგრატიონი ერთად, ესპანეთში პირველად წარდგებიან.

უცნობ და კარგად ნაცნობ ქართულ მელოდიებს შემსრულებლები ლიცეუს კონსერვატორიაში ააჟღერებენ. ორსაათიანი კონცერტის წინასწარ გაწერილი პროგრამა მრავალფეროვანია. საღამოს, უცხოელ მსმენელთან ერთად,-- ქართველი მაყურებლებიც დაესწრებიან.

კონცერტი ბარსელონაში 6 დეკემბერს არის დაგეგმილი. მომღერლები ამბობენ, რომ საღამოსთვის საგანგებოდ ემზადებიან.

ინფორმაცია ქართველი შემსრულებლების და საკონცერტო პროგრამის შესახებ ლიცეუს კონსერვატორიამ რამდენიმე კვირით ადრე საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. თითქმის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ზუსტად ერთ კვირაში, ორგანიზატორები მსმენელს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებსა და დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან.

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები