BBC-ის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძეს შეკითხვა ამ თემაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს.
მისი განცხადებით, არსებობს მრავალი არგუმენტი, რაც ბრალდებებს და უსაფუძვლო აჟიოტაჟს გამორიცხავს.
"იმთავითვე ძალიან ბევრი მტკიცე არგუმენტი გამოჩნდა, რომლითაც ფაქტობრივად, აბსოლუტურად გამოირიცხა და გაბათილდა რეალურად ის, რომ შეიძლება, სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ლეგიტიმურ პოლიციურ საშუალებებს მოჰყოლოდა ადამიანების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.
ამაზე მეტყველებს მიმართვიანობის რაოდენობაც, კონკრეტული გარემოებები, ბევრი ფაქტორი. ფაქტობრივად, რითაც უნდა გაზომილიყო და შეიძლებოდა, გამოყოფილიყო გამოტანილიყო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება რაიმე ყოფილიყო მომწამლავი, არც ერთი ასეთი არგუმენტი სახეზე არ გვაქვს. ყველაფერი ითქვა, ყველაფერი დაიწერა.
ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ, ბოლომდეა მისაყვანი, რომ ვისაც შეიძლება, კითხვა დარჩა მაგალითად, უცხოეთში ამასთან დაკავშირებით, მათთვისაც თვალსაჩინო და გასაგები გახდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად მტკნარი ტყუილი, რომელიც გაავრცელა ამ შემთხვევაში BBC-იმ“, - განაცხადა მინისტრმა.