კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ოლიმპიურ სოფელში, "საბავშვო ევროვიზია 2025"-სთვის მიმდინარე სამზადისს გაეცნო.
მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მონაწილეები უკვე საქართველოში არიან და რეპეტიციებიც დაწყებულია. საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მეორედ მასპინძლობს.
ღონისძიებაში ევროპის 18 ქვეყნიდან, 9-დან 14-წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობენ. კონკურსზე საქართველოს ანიტა აბგარიანი წარადგენს. "საბავშვო ევროვიზია 2025"-ის 13 დეკემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
"დიდი მადლობა თვრამეტივე ქვეყანას, რომელიც მონაწილეობას იღებს. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი პლატფორმა იქნება და მომავალ კვირას მთელი მსოფლიო და მთელი ევროპა საქართველოზე იქნება მომართული, მთელი ერთი კვირა ჩვენ არ ჩამოვალთ ევროპის მაუწყებლების ეთერებიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ნიჭიერება და მუსიკა, ხელოვნება გააერთიანებს ჩვენს მომავალ მთავრობას და კიდევ ერთხელ საქართველო ხმამაღლა იჟღერებს მთელ ევროპაში. მადლობა ყველას, ვინც არის ჩართული", - აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.