ლეგენდარული და ტიტულოვანი დენეშ ვარგა უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება. უნგრელი წყალბურთელი ჯერ თავის ახალ თანაგუნდელებს გაეცნო. დღეს კი, აპოლოსთან თანამშრომლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაუყარა და კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა.
ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან წყალბურთელს, სანაკრებო დონეზე 246 მატჩი აქვს ჩატარებული. უნგრეთის ეროვნული დროშის ქვეშ მოგებული აქვს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების
უმაღლესი სინჯის მედალი. საკლუბო დონეზე, უნგრეთის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია
დენეშ ვარგას კვალიფიკაციიდან და მდიდარი სპორტული კარიერიდან გამომდინარე, უნგრელი, ევროპის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის ელჩია. ლეგენდარული უნგრელი წყალბურთელი, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ოფიციალური სახე იქნება. იმ კონტინენტის პირველობაზე, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას, სხვებთან ერთად ბევრი აპოლოელი დაიცავს.