07 აგვისტო 2026,   11:40
ვრცლად
თერჯოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

თერჯოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა. აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც. მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწყობილ კონცერტში ცნობილი ქართველი მომღერლები - მათ შორის, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე მონაწილეობდნენ.

საახალწლო ღონისძიებები, ასევე, მოიცავდა საბავშვო აქტივობებს და ზღაპრის გმირების წარმოდგენებს. ზეიმის პატარა სტუმრებს საშუალება თოვლის ბაბუასთან შეხვედრის და საჩუქრების მიღების საშუალება ჰქონდათ.

დღის ამბები