აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მ ვენესუელას წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა და დააკავა მისი ლიდერი, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად ჩატარდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!"- წერს დონალდ ტრამპი.