07 აგვისტო 2026,   11:37
ვრცლად
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე საწვრთნელ შეკრებას თბილისში გადის - ჩემპიონატამდე, სპორტსმენებს პრემიერ-მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შეხვდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე საწვრთნელ შეკრებას თბილისში გადის. ფეხბურთელები რიგაში ხვალ მიემგზავრებიან. ჩემპიონატამდე ოლიმპიურ სასახლეში სპორტსმენებს, პრემიერ-მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად შეხვდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა საქართველოსთვის დიდი წარმატებაა.

ევრო 2026-ზე საქართველოს ნაკრების ღირსებას 14 კაციანი შემადგენლობა დაიცავს. ამ დროისთვის კი ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდი გაფართოებული შემადგენლობით, 18 ფეხბურთელით ემზადება.

პირველ შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებები, 21 იანვარს ლატვიასთან გამართავს. ფეხბურთელები გამარჯვებისთვის სწორედ მასპინძელთან იბრძოლებენ.

სპორტსმენებს რიგაში წარმატების მოლოდინი აქვთ. რთული ბრძოლისთვის ფეხბურთელები უკვე მზად არიან. ნაკრებში არიან დებიუტანტებიც.

ხელისუფლების მხრიდან ქართული სპორტსმენების მხარდაჭერაზე აკეთებენ აქცენტს სპორტის სამინისტროში. უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპის ჩემპიონატიდან ფუტსალის ნაკრები დიდი წარმატებით დაბრუნდება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები, A ჯგუფში ხორვატიის, ლატვიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, სლოვენიასა და ლიეტუვაში გაიმართება.

დღის ამბები