09 აგვისტო 2026,   16:52
ვრცლად
სპორტის მინისტრი ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო

შვედეთის ქალაქი მალმე 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის მატჩებს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ხორვატიის ნაკრებთან გამართა. მატჩი ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 32:29, დასრულდა.

"მალმე არენაზე" საქართველო-ხორვატიის მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მაიკლ ვიდერერი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ.

პირველი ტაიმი ხორვატების სასარგებლოდ 15:14 დასრულდა, ანგარიში არაერთხელ გათანაბრდა, მაგრამ დაძაბულ მატჩში გამარჯვება ხორვატებმა ანგარიშით 32:29 მოიპოვეს.

19 იანვარს ეროვნული ნაკრები შვედეთს, 21 იანვარს კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველად 2024 წელს გერმანიაში ითამაშეს.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით იმართება და მას დანია, ნორვეგია და შვედეთი მასპინძლობს.

დღის ამბები