წყალბურთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და 10-ით 15 დამარცხდა.
ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, რუმინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვეს და საბოლოოდ, სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები 21 იანვარს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს და სლოვენიასთან მოპოვებული გამარჯვების შედეგად მოხვდნენ 8 საუკეთესო ნაკრებში.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი