05 აგვისტო 2026,   13:37
ვრცლად
თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას და სტუდენტების ნაწილის შეხვედრა დასრულდა

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას და სტუდენტების ნაწილის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე იმსჯელეს.

პარალელურად მიმდინარეობდა იმ სტუდენტების აქცია, რომლებიც ინიციატივას აპროტესტებენ, ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. საუბრობენ უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევაზე, თუმცა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, კონკრეტულად რას აპროტესტებენ, რატომ არის მათთვის მიუღებელი სასწავლო დაწესებულების შერწყმა და გამსხვილება, ასევე, ხარისხის გაუმჯობესება - კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ასახელებენ.

დღის ამბები