02 აგვისტო 2026,   10:53
ვრცლად
7 გამოწვევა, 7 ამოცანა - ღია ეთერი და დებატები "იმედზე" სრულად განათლების რეფორმის კონცეფციას დაეთმო

7 გამოწვევა – 7 ამოცანა - ღია ეთერი და დებატები "იმედზე" სრულად განათლების რეფორმის კონცეფციას დაეთმო. მთავრობის მეთაური და განათლების მინისტრი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორების პირისპირ. ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა, რეფორმის მიზნებსა და საჭიროებაზე - თქვა, რომ მთავარი ამოცანაა - ქართველმა ახალგაზრდამ საქართველოში მიიღოს მაღალი დონის უმაღლესი განათლება, რადგან არსებული უნივერსიტეტების სიმრავლის მიუხედავად, ვერცერთი ქართული სასწავლებელი ვერ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. 

ყველა თანხმდება, რომ განათლების სისტემას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, თუმცა მთავრობის მეთაურის თქმით, ალტერნატიული არგუმენტების წარმოდგენა არავის სურს, საგნობრივი დისკუსიის შეთავაზებას კი მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციებით უპასუხეს, რაც მისივე თქმით, გაუგებარია. 

საერთაშორისო რეიტინგებზე და განათლების ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ 22:00 საათზე დებატები "რუსთავი 2-ის" ეთერშიც გაიმართება თემაზე - ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი.

დღის ამბები