02 აგვისტო 2026,   21:57
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტში უძველესი მესხური ტრადიცია "კალოობა" გაცოცხლდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის მიმდებარედ, უძველესი მესხური ტრადიცია "კალოობა" გაცოცხლდა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მესხეთში გავრცელებული მარცვლეული კულტურის, "ახალციხის წითელი დოლის" ტრადიციული წესით აღება, გალეწვა, ძნების დაბულულება და გაცხრილვა.

მესხური "კალოობის" დაბრუნება ადგილობრივებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მივიწყებული ტრადიცია მომავალში სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მესხური მრავალჟამიერის ფონზე, ადგილზე დაეგემოვნებინათ წითელი დოლის პური, ტენილი ყველი, ტრადიციული მესხური ღვინო, ყაურმა, მესხური ლუხუმი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი.

ღონისძიების მიზანია მესხეთის უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, კულტურული და აგრარული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

"კალოობა" ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, იდეა კი ადგილობრივ მეწარმეს, ზაზა ივანიძეს ეკუთვნის.

დღის ამბები