ტრამპის მიერ ირანისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ზოლფაღარიმ განცხადება გაავრცელა ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერესებზე თავდასხმების შესახებ. მისის თქმით, ირანის მხრიდან შეტევები "უფრო მასშტაბური და ინტენსიური" გახდება.
"ირანის შეიარაღებული ძალების მიერ დარტყმების ტალღა, სიონისტური რეჟიმის სამხედრო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და რეგიონში კრიმინალურ ამერიკასთან დაკავშირებულ ცენტრებზე გაგრძელდება და სულ უფრო მასშტაბური და აგრესიული გახდება", - განაცხადა ზოლფაღარიმ.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლის თქმითვე, ისინი "შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ინფრასტრუქტურაზე" დარტყმებს განახორციელებენ, რათა რეგიონის ნავთობზე და გაზზე წვდომა მრავალი წლის განმავლობაში აღარ ჰქონდეთ და რეგიონი საერთოდ დატოვონ.
წყარო: abcnews