05 აგვისტო 2026,   12:38
ვრცლად
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მსახიობ ნიარა ჭიჭინაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მსახიობს ნიარა ჭიჭინაძეს შეხვდა და 80 წლის იუბილე მიულოცა.

ნიარა ჭიჭინაძე 1972 წლიდან ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 55-ზე მეტი როლი.

"ქალბატონი ნიარას სახელი ფოთის სცენასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. განსაკუთრებული სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება თეატრს. მადლობა მინდა გადავუხადო მას მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისა და კულტურის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის", – განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა.

ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, ნიარა ჭიჭინაძეს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ იგი დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით.

დღის ამბები