05 აგვისტო 2026,   17:17
ვრცლად
გურჯაანის სოფელ ძირკოკში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურჯაანის სოფელ ძირკოკში მე-10 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს დგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და მერი.

დღის ამბები