რუსთავში "სტუდენტური ფესტივალი 2026" ტარდება. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები, საღამოს კი რუსთავის პარკის მიმართულებით უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი აცხადებს, რომ ფესტივალი ოფიციალურად, საზეიმოდ, 20:00 საათზე გაიხსნება.
"ფესტივალი სტარტს აიღებს რუსთავში, ახლა მიმდინარეობს ტურნირები სპორტის 5 სახეობაში. საღამოს 20:00 საათზე კი ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი უნივერსიტეტი, ასევე ფესტივალი მოიცავს, როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებსაც," - განაცხადა თამარ საგანელიძე.
სტუდენტური ფესტივალი 21 ივნისს, თბილისში დაიხურება.